„სამეგრელო“ ქალთა ლიგის ჩემპიონია #1TVSPORT
„სამეგრელო“ ქალთა ლიგის ჩემპიონია #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბი „სამეგერლო“ საქართველოს ჩემპიონია – გუნდმა ბოლოსწინა ტურში კონკურენტ „ლანჩხუთთან“ ფრედ ითამაშა და მეტოქეებისთვის მიუღწეველი გახდა.

ფინალური ოთხეულის მე-5 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონატის ლიდერი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიიღო – ეს ბოლოსწინა ტური იყო და ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად „ლანჩხუთს“ მხოლოდ მოგება აწყობდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა 0:0.

შედეგად, „სამეგრელომ“ 27 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, „ლანჩხუთისთვის“ (22 ქულა) მიუღწეველი გახდა და საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდა.

ფინალური ოთხეულის მეორე შეხვედრაში სოხუმის „დინამომ“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავა – სოხუმელებს 9 ქულა აქვთ, ხოლო „კოლხეთს“ – 4 ქულა და კონკურენტს ვერ დაეწევა.