ქალთა ლიგის მოთამაშეებისთვის ტალანტების პროგრამა ამოქმედდა #1TVSPORT
ქალთა ლიგის მოთამაშეებისთვის ტალანტების პროგრამა ამოქმედდა #1TVSPORT

ქალთა ფეხბურთში ტალანტთა პროგრამის განხორციელება დაიწყო, რაც ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ინიციატივაა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სფფ-ს ცნობით, პროგრამაში როგორც ასაკობრივი ნაკრებების, აგრეთვე ეროვნული ნაკრების წევრები და ეროვნული გუნდის კანდიდატები მონაწილეობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთელ გოგონებს სპეციალური სავარჯიშო ტესტები ჩაუტარდებათ და შედეგების მიხედვით მოთამაშეები კონკრეტული მიმართულების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.

„პროექტის მიზანი სპორტსმენთა ფიზიკური და მენტალური გაძლიერებაა. პროგრამაში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და მათი სტაფის წევრები არიან ჩართული“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.

ტალანტების პროგრამის პირველი ეტაპი რუსთავში მდებარე ეროვნული გუნდების ტექნიკურ ცენტრში შედგა, სადაც ნორჩი დინამოს, ელიტას, კვარტალის, დინამო სოხუმის, გორი იუნაიტედის და ვერეს ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

უახლოესი დღეებში პროგრამის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ვარჯიშია დაგეგმილი, რომელშიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელები ჩაერთვებიან.