ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი | შვედეთის ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი | შვედეთის ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შვედეთისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩი შვედეთის ეროვნული გუნდის უპირატესობით წარიმართა და სკანდინავიელებმა ავსტრალიელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს – 2:0.

შვედეთმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მეოთხედ მოიპოვა. სკანდინავიელებმა ამ წარმატებას მანამდე 1991, 2011 და 2019 წლებში მიაღწიეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, 20 აგვისტოს გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.