ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს სალომე მელია და ლელა ჯავახიშვილი ლიდერობენ
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს საქართველოს საიუბილეო 75-ე ჩემპიონატის მეორე ტურის პარტიები გაიმართა.
ლელა ჯავახიშვილმა შავი ფერის ფიგურებით თამარ წერეთელი დაამარცხა, სალომე მელიამ მერი არაბიძეს სძლია, ბელა ხოტენაშვილმა კი ნინო ხომერიკს მოუგო. მეორე ტურში ყაიმით ფურცელაძე-ბაციაშვილის და მიქაძე-გვეტაძის პარტიები დასრულდა.
ხვალ მესამე ტურში ბაციაშვილი-მელიას, ხომერიკი-ფურცელაძეს, გვეტაძე-ხოტენაშვილს, ჯავახიშვილი-მიქაძეს, ხოლო არაბიძე-წერეთელს შეხვდება.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მესამე ტურის პარტიები ხვალ, 15:00 საათზე დაიწყება.