ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს 78-ე ჩემპიონატის პირველი წრის ტაი-ბრეიკები ვაჟ მოჭადრაკეთა შორის.

ამრიგად, მომდევნო ეტაპზე – ფანცულაია, არუთინიანი, ბერაძე, ყუფარაძე, შანავა, პაიჭაძე,მაღალაშვილი და ჯოჯუა იასპარეზებენ.

მეორე წრე –

ლევან ფანცულაია- ირაკლი ბერაძე
დავით არუთინიანი- კონსტანტინე შანავა
დავით ჯოჯუა- გიგა ყუფარაძე
ლუკა პაიჭაძე- დავით მაღალაშვილი

პარტიები ხვალ 14:00 საათზე დაიწყება.