გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურის პარტიაში უნგრეთის გუნდი დაამარცხა
გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურის პარტიაში უნგრეთის გუნდი დაამარცხა

ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურის პარტიაში დიდი ანგარიშით 3:1 უნგრეთის გუნდი დაამარცხა.

ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და სალომე მელიამ პარტიები მოიგეს, მარცხი ლელა ჯავახიშვილმა განიცადა.

ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა. ხოლო მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრების წევრები ეგვიპტელ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდებიან.

მეხუთე ტური:

ინდოეთი 4 : 1 ეგვიპტე

ჩინეთი 2,5 : 1,5 რუსეთი

აშშ 3 : 1 სომხეთი

უკრაინა 2 : 2 ყაზახეთი

უნგრეთი 1 : 3 საქართველო

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი – ჩინეთი – 10 ქულა;

II ადგილი – რუსეთი – 8 ქულა;

III ადგილი – უკრაინა – 7 ქულა;

IV- V ადგილი – საქართველო, ინდოეთი – 6 ქულა;

VI – ადგილი – აშშ – 5 ქულა;

VII – ადგილი – ყაზახეთი – 4 ქულა;

VIII- IX ადგილი – სომხეთი, უნგრეთი – 2 ქულა;

X ადგილი – ეგვიპტე – 0 ქულა.