აშშ-ში, ქალ მოჭადრაკეთა ტურნირში ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი ასპარეზობენ
აშშ-ში, ქალ მოჭადრაკეთა ტურნირში ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი ასპარეზობენ

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ ლუისში ქალთა დახურული ტურნირი „ქაირნს ქაფი“ (Cairns Cup) გრძელდება, სადაც ორი ქართველი დიდოსტატი – ნანა ძაგნიძე (2513) და ბელა ხოტენაშვილი (2491) ასპარეზობენ.

დღეს მე-4 ტურში ნანა ძაგნიძე თეთრი ფერის ფიგურებით ვალენტინა გუნინას, ხოლო ხოტენაშვილი ასევე თეთრებით ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკის (2468) დაუპირისპირდება.

სამი ტურის შემდეგ ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ალექსანდრა კოსტენიუკია (2532), რომლის აქტივშიც 2.5 ქულაა, 2-2 ქულა ირინა კრუშის (აშშ, 2435) და ვალენტინა გუნინას (რუსეთი, 2501) ანგარიშზეა.