რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის ლიდერის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან რეგიონულ კონფლიქტებს განიხილავს. ინფორმაციას პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ადასტურებს.
„განსახილველ თემებს შორის იქნება ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული კონფლიქტები, სირიის კონფლიქტის დარეგულირება და სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხები“, – განაცხადა პესკოვმა.
ჯონ ბოლტონი მოსკოვში 22 ოქტომბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან.
როგორც შოიგუმ შეხვედრაზე განაცხადა, ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება აუცილებელია.
ტრამპის მრჩევლის შეხვედრა პუტინთან დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.