საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, ლიდერმა „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მარსელი“ – 2:0 დაამარცხა. გოლები კილიან მბაპემ და იულიან დრაქსლერმა გაიტანეს.
პარიზული კლუბისთვის, ეს სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ მე-11 მოგება იყო.
TOP5 ჩემპიონატებისთვის ეს რეკორდის გამეორებაა. კერძოდ, ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 11 მოგება, ლონდონის „ტოტენჰემს“ 1960 წელს ჰქონდა.