ფრანგული გაზეთი RmcSport-ი - ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ #1TVSPORT
ფრანგული გაზეთი RmcSport-ი - ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა. მხარეები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ფეხბურთელის ახალ გუნდში გადასვლას ენთუზიაზმით უყურებენ, – ინფორმაციას ფრანგული გაზეთი RmcSport-ი ავრცელებს.

„ფრანგული ფეხბურთის გრანდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისთვის უკვე ემზადება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდთან“ მარცხის შემდეგ გუნდის ლიდერს, კილიან მბაპეს ოთხი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, მათ შორის 25 მაისს საფრანგეთის თასის ფინალი „ლიონთან“, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს დატოვებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპე ხვიჩა კვარაცხელიათი უნდა ჩანაცვლდეს. პარიზული კლუბის მესვეურები ნეაპოლში იმყოფებოდნენ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრა სწორედ იქ შედგა.

თუმცა ამ დროისთვის პსჟ კონტრაქტთან დაკავშირებით არც ფეხბურთელთან შეთანხმებულა და არც – „ნაპოლისთან“. იტალიური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ახალი სეზონის დაწყება კვარაცხელიასთან ერთად სურს, თუმცა თუ სასურველ წინადადებას მიიღებს, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების წევრის გასხვისებაზე დაფიქრდეს“, – წერს RmcSport-ი.