კილიან მბაპე - „პარი სენ-ჟერმენში“ ჩემი თავგადასავლი რამდენიმე კვირაში დასრულდება [ვიდეო] #1TVSPORT
კილიან მბაპე - „პარი სენ-ჟერმენში“ ჩემი თავგადასავლი რამდენიმე კვირაში დასრულდება [ვიდეო] #1TVSPORT

კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვა ჩაწერა:

„ეს ჩემი ბოლო წელია პსჟ-ში. კონტრაქტს აღარ გავახანგრძლივებ და ჩემი აქაური თავგადასავალი რამდენიმე კვირაში დასრულდება. „პარკ დე ფრანსზე“ ბოლო მატჩს ჩავატარებ. ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. არაერთი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა და პატივი, რომ საფრანგეთის უდიდეს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში მეთამაშა ჩემპიონებთან ერთად“.

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს. ფრანგმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია სამშობლოს დატოვება და იმ გუნდიდან წასვლა, სადაც შვიდი წელი თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პარიზული კლუბის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 43 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kylian Mbappé (@k.mbappe)