„დორტმუნდმა“ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „დორტმუნდი“ „პარი სენ-ჟერმენს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მატს ჰუმელსი გახდა, რომელმაც პარიზელების კარი 50-ე წუთზე აიღო.

ამგვარად, ორი მატჩის ჯამში გერმანულმა კლუბმა 2:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.

„დორტმუნდის“ მეტოქე დღეს გაირკვევა, როდესაც ერთმანეთს მდრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი მიუნხენში გაიმართა და 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ფინალის საგზური ისტორიაში მესამედ მოიპოვა – დორტმუნდელებმა პირველად ეს 1997 წელს მოახერხეს, მეორედ კი – 2013-ში.