პსჟ-მ ტოტენჰემის 1960 წლის რეკორდი გაიმეორა
პსჟ-მ ტოტენჰემის 1960 წლის რეკორდი გაიმეორა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში,  ლიდერმა „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „მარსელი“ – 2:0 დაამარცხა. გოლები კილიან მბაპემ და იულიან დრაქსლერმა გაიტანეს.

პარიზული კლუბისთვის, ეს სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ მე-11 მოგება იყო.

TOP5 ჩემპიონატებისთვის ეს რეკორდის გამეორებაა. კერძოდ, ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 11 მოგება, ლონდონის „ტოტენჰემს“ 1960 წელს ჰქონდა.