პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ოფიციალურად წარმოადგინა 2019 წლის კალენდარი.
ახალი სეზონი 31 დეკემბერს, დოჰას, პუნისა და ბრისბენის ტურნირებით დაიწყება.
მეექვსე სათამაშო კვირას, ეკვადორის კიტოს ტურნირი გადაინაცვლებს ესპანეთის ქალაქ კორდობაში.
მე-18 კვირას, მადრიდის „მასტერსის“ წინ აღარ გაიმართება ტურნირი სტამბოლში, რომელსაც დებიუტი ჰქონდა 2015 წელს.
წლის შემაჯამებელი ტურნირი 10 ნოემბერს დაიწყება ლონდონში, ხოლო 18 ნოემბერს სტარტს აიღებს დევისის თასის განახლებული ტურნირი მადრიდში.