პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

პორტუგალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა.

პარტიამ ხმათა 37 პროცენტი მიიღო, თუმცა პრემიერ-მინისტრ ანტონ კოშტის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. იმისათვის, რომ მათ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვონ, 230 მანდატიდან სულ მცირე 116 უნდა მოიპოვონ. ამ მონაცემებით კი სოციალისტები მხოლოდ 106 ადგილს ფლობენ.

არჩევნებში მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გადის, რომელმაც ხმათა 28 პროცენტი მოიპოვა.