პოლონეთში მიწისძვრისას სამი მაღაროელი დაიღუპა
პოლონეთში მიწისძვრისას სამი მაღაროელი დაიღუპა

პოლონეთში მიწისქვეშა ბიძგების შედეგად სამი მაღაროელი დაიღუპა. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 2,66 მაგნიტუდას შეადგენდა, ქალაქ კატოვიცეში პირველ ივლისს, შუადღეს მოხდა. მიწისქვეშა ბიძების მომენტში ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში ცხრა მაღაროელი იმყოფებოდა. მაღაროს ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, მათგან ექვსი ჰოსპიტალიზებულია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს პოლონეთში მაღაროებში 21 ადამიანი დაიღუპა.