პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“ მოიპოვა გამარჯვება.

იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ სეიმის ქვედა პალატაში ხმების 43.59 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, „სამოქალაქო პლატფორმამ“ კი 27.4 პროცენტი.

აღნიშნული შედეგების მიხედვით, კაჩინსკის პარტია 460-ადგილიან ქვედა პალატაში 235 მანდატს მიიღებს. „სამოქალაქო პლატფორმას“ 134 მანდატი ექნება.

არჩევნების შედეგების მიხედვით, „კანონი და სამართლიანობამ“ უმრავლესობა დაკარგა პოლონეთის პარლამენტის 100-ადგილიან სენატში და 48 ადგილს მიიღებს, მისი მთავარი კონკურენტი კი 43 ადგილს.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 61.74 პროცენტი იყო, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.