„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა არ დატოვებს კლუბს ზამთარში, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი აქვს მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან.
ფრანგმა ფეხბურთელმა და პორტუგალიელმა მწვრთნელმა პირადად ისაუბრეს, რის შემდეგაც, პოგბამ დადო პირობა, რომ მომავალი წლის ზაფხულამდე არ წამოწევს კლუბიდან წასვლის საკითხს, – იტყობინება Mirror.
პოგბას „მანჩესტერის“ დატოვება ამ ზაფხულს სურდა. მის შეძენაზე მთავარი პრეტენდენტები იყვნენ „ბარსელონა“ და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი“.
2018-2019 წლების სეზონში, პრემიერლიგის ოთხ მატჩში პოგბამ ორი გოლი გაიტანა – ორივე 11-მეტრიანით.