პოგბა „იუვენტუსს“ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს #1TVSPORT
პოგბა „იუვენტუსს“ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს #1TVSPORT

ნახევარმცველი პოლ პოგბა „იუვენტუსიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წავა, – იუწყება Tuttosport-ი.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ტურინელებს პოგბას გასხვისება ამ უკანასკნელის მაღალი ხელფასის გამო სურთ.

ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს 2022 წელს შეურთდა, ხელშეკრულება კი 2026 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში პოგბამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სასარგებლო მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „იუვენტუსს“ 53 ქულა აქვს და მეორე პოზიციზე იმყოფება.