არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო მთავარი პრეტენდენტია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელს, მაიკ ვარასს.
მაურისიო პოჩეტინოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო ლონდონის „ჩელსი“, რომელშიც 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის მაისამდე მუშაობდა.