ზიდანი მზად არის „პარი სენ-ჟერმენში“ პოჩეტინო შეცვალოს #1TVSPORT
ზიდანი მზად არის „პარი სენ-ჟერმენში“ პოჩეტინო შეცვალოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბაროს, – ამის შესახებ წერს Footmercato.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი მზად არის დაიკავოს პარიზელთა დამრიგებლის პოსტი, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოს დაითხოვს.

თავდაპირველად, ზიდანი პსჟ-ში მუშაობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, აზრი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მაისში ზიდანმა ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი „რეალთან“. მადრიდულ კლუბში მწვრთნელის რანგში მან 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგმა უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნაზე.