მაურისიო პოჩეტინო მალე „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
მაურისიო პოჩეტინო მალე „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ ბოლოს და ბოლოს შეათანხმა კონტრაქტის ყველა დეტალი მაურისიო პოჩეტინოსთან.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მომდევნო კვირას არგენტინელი სპეციალისტი მუშაობას შეუდგება „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

პოჩეტინოსთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე იქნება ძალაში. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

კლუბის მხრიდან ოფიციალური განცხადება უკვე მზად არის, მაგრამ მისი გამოცხადების ზუსტი დღე არ არის ცნობილი.