კატარი 2022 | თომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT

07:33, 13.12.2022
ZAGREB, CROATIA - SEPTEMBER 06: Head Coach of Chelsea Thomas Tuchel speaks during a Chelsea press conference after the UEFA Champions League group E match between Dinamo Zagreb and Chelsea FC at Stadion Maksimir on September 6, 2022 in Zagreb, Croatia. (Photo by Matija Habljak/Pixsell/MB Media/Getty Images)

დასახელდა მთავარი პრეტენდენტი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

გაზეთ Bild-ის მონაცემებით, თუ გარეტ საუტგეიტი გადაწყვეტს პოსტის დატოვებას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შეეცდება „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელის, თომას ტუხელის მიწვევას, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ კონტაქტი 49 წლის გერმანელთან ჯერ კიდევ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ იყო, როცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში ეჭვი შეეპარათ გუნდის პერსპექტივებში ერთა ლიგაზე წარუმატებლობის ფონზე.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, შესაძლო კანდიდატთა სიაში ასევე არიან მაურისიო პოჩეტინო და ბრენდან როჯერსი. ასევე შესაძლებელია ამ პოსტზე სტივ ჰოლანდის დანიშვნა, რომელიც დღეს საუტგეიტის ასისტენტია.

52 წლის საუტგეიტის კონტრაქტი ევრო 2024-ის ბოლომდეა ძალაში. მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში საფრანგეთთან წაგების შემდეგ საუტგეიტმა განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

მსგავსი