პოჩეტინო აშშ-ის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობას დათანხმდა #1TVSPORT
მაურიციო პოჩეტინო დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მწვრთნელობას, – წერს გამოცემა The Athletic-ი.
52 წლის არგენტინელი სპეციალისტი უმუშევარია „ჩელსიდან“ ამ ზაფხულს წასვლის შემდეგ. მანამდე ის „პარი სენ-ჟერმენს“, „ტოტენჰემს“, „საუთჰემპტონსა“ და „ესპანიოლს“ ავარჯიშებდა.
ამა წლის ივლისში აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებიდან დაითხოვა გრეგ ბერჰალტერი, რისი მიზეზიც გახდა საშინაო კოპა ამერიკაზე ჯგუფიდან ვერგასვლა.