ოფიციალურად - პოჩეტინო „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ოფიციალურად - პოჩეტინო „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად მაურიციო პოჩეტინოს დანიშვნის შესახებ.

არგენტინელი სპეციალისტი მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგება. მან ხელი მოაწერა ორწლიან კონტარქტს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერის განთავისუფლების შემდეგ „ჩელსიში“ დროებით მწვრთნელად ფრენკ ლემპარდი მუშაობდა.

პოჩეტინოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „პარი სენ-ჟერმენი“, საიდანაც 51 წლის სპეციალისტი 2022 წლის ზაფხულში დაითხოვეს.

„ჩელსიმ“ ინგლისის ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა. ეს გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 29 წლის განმავლობაში.