„ჩელსის“ მწვრთნელობის სამი კანდიდატია - ფავორიტად ნაგელსმანი სახელდება #1TVSPORT
„ჩელსის“ მწვრთნელობის სამი კანდიდატია - ფავორიტად ნაგელსმანი სახელდება #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ ჩაიბაროს.

იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ნაგელსმანი ფავორიტია გრემ პოტერის შემცვლელად. უფრო ადრე ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა ნაგელსმანს „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი უწოდა იმ შემთხვევაში, თუ გრემ პოტერს გაათავისუფლებდნენ.

ასევე, „ჩელსის“ მწვრთნელობის კიდევ ორი კანდიდატურა სახელდება: მაურიციო პოჩეტინო, რომელიც 2022 წლის ივლისიდან უმუშევარია, და „ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი.