„ჩელსიმ“ პოჩეტინოს შემცვლელის ძებნა დაიწყო #1TVSPORT
„ჩელსიმ“ პოჩეტინოს შემცვლელის ძებნა დაიწყო #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ახალი კანდიდატების ძებნა დაიწყო გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო პოჩეტინოს შესაცვლელად, – წერს გაზეთი Daily Mail-ი.

წყაროს ცნობით, არგენტინელ სპეციალისტზე ზეწოლა იზრდება და „ჩელსის“ ხელმძღვანელობას ეჭვი ეპარება, რომ პოჩეტინო სეზონის ბოლომდე დარჩება გუნდის სათავეში.

მაურიციო პოჩეტინომ 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა „ჩელსი“. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 35 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, მოიგო 17, ექვსჯერ ფრედ ითამაშა და 12 შეხვედრა წააგო.

ამ მომენტისთვის, პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ „ჩელსი“ 35 ქულით მე-11 ადგილზეა. გასულ უქმეებზე ლონდონელებმა ინგლისის ლიგის თასის ფინალი წააგეს „ლივერპულთან“ – 0:1. „ჩელსი“ ასევე აგრძელებს ბრძოლას ინგლისის თასზე, სადაც 28 თებერვალს მერვედფინალში „ლიდსს“ შეხვდება.