ამერიკელმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა პიტ სამპრასმა გამოთქვა აზრი, რომ როდ ლეივერის მიღწევას ვერავინ ვერ გაიმეორებს.
ავსტრალიელმა 11 დიდი სლემის ტურნირი მოიგო, საიდანაც რვა მხოლოდ ორ სეზონში მოიგო (1962, 1969). მის გარდა, ჩოგბურთის ისტორიაში არავის ოთხი სლემი ერთ წელიწადში არ მოუგია.
„ლეივერი ყველაზე თავმდაბალი ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. ვფიქრობ, მის ორ სარეკორდო სეზონს ვერავინ ვერც გაიმეორებს, არათუ გააუმჯობესებს“, – ციტირებს „ტენის ვორლდსი“ (Tennis World USA) სამპრასს.