პიტ სამპრასი - თანამედროვე მოთამაშეთგან ყველაზე მეტად ჯოკოვიჩი მგავს
პიტ სამპრასი - თანამედროვე მოთამაშეთგან ყველაზე მეტად ჯოკოვიჩი მგავს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა პიტ სამპრასმა ჟურნალისტებს გაუმხილა – თანამედროვე თაობის მოთამაშეთაგან ვინ ჰგავს მას ყველაზე მეტად.

„როცა ჩოგბურთელთა თანამედროვე თაობას – რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერს, ენდი მარეისა და ნოვაკ ჯოკოვიჩს ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ჯოკოვიჩი მგავს. ისიც ბედნიერი ადამიანია და კორტზე ყოფნის თითოეული წუთისგან სიამოვნებას იღებს. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ ადრე ჩვენს ქვეყნებში სპორტის ამ სახეობაში კერპები არ იყვნენ. ბევრი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მწვერვალამდე მიგვეღწია,“ – განაცხადა სამპრასმა.

დატოვე კომენტარი