ჯოკოვიჩი - ​სამპრასზე მეტი ტიტულის მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანია
ჯოკოვიჩი - ​სამპრასზე მეტი ტიტულის მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანია

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღიას მოგების შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, იტყობინება ტურნირის ოფიციალური გვერდი.

„დიდი სლემის ფინალებს შორის, ამ შეხვედრას ყველაზე საუკეთესოდ ვაფასებ. ნახევარფინალში და ფინალში 15 შეცდომა დავუშვი. ამ მაჩვენებელმა გამაოცა. მე მჯეროდა, რომ კარგად ვითამაშებდი, მაგრამ მატჩი იდეალური გამომივიდა. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს ის ფაქტი, რომ მე ჩემს კუმირს, პიტ სამპრასს ტიტულების რაოდენობით გადავასწარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბავშვობიდან ვისწრაფოდი ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ის იყო. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ჩოგბურთზე იყო ის, თუ როგორ მოიგო პიტმა უიმბლდონი 1992 წელს. სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, რასაც მაშინ ვგრძნობდი. ფედერერის გადასწრება ტიტულებით?ყველაფერი წესრიგშია, მე მშვიდად ვარ. მესმის, რომ ეს მიღწევა მსოფლიო სპორტის ისტორიაში შევა, მაგრამ ურთულესი შესასრულებელი იქნება. ის ფაქტი, რომ ფედერერის გადასწრება შემიძლია, მოტივაციას მიზრდის. ​ ATP-ის დიდ ტურნირებზე თამაში ჩემი პრიორიტეტია. მე არ ვიცი, თუ რამდენი სეზონი შევძლებ თამაშს. მინდა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მაღალ დონეზე ვიყო, რათა შემდეგ წლებში ღირსეულად ვიასპარეზო. მაშინ მექნება შანსი, როჯერს მივუახლოვდე“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები ავსტრალიის ღიას ოფიციალურ გვერდს.