პიტ სამპრასი - დღეს ყველაზე მეტად ჯოკოვიჩთან გამიჭირდებოდა
პიტ სამპრასი - დღეს ყველაზე მეტად ჯოკოვიჩთან გამიჭირდებოდა

„დიდი სლემის“ ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა პიტ სამპრასმა აღიარა, რომ პროფესიული ტურის დღევანდელი მოთამაშეებიდან მას ყველაზე მეტად მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გაუჭირდებოდა ბრძოლა.

„ყველა მეკითხება, ვისთან გამიჭირდებოდა ყველაზე მეტად, დღეს რომ ვიყო მოქმედი ჩოგბურთელი. ეს იქნებოდა ნოვაკ ჯოკოვიჩი, მისი მიღების გამო. ანდრე აგასის წინააღმდეგ ვახერხებდი გამკლავებას, რადგან სწორად ვირჩევდი დარტყმის წერტილს. ნოვაკთან დაკავშირებით ეს უფრო რთული იქნებოდა, რადგან ის ძალიან პლასტიურია. ასევე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, მისი სიჩქარე რომ მქონოდა“, – განაცხადა სამპრასმა Tennis Head-თან კომენტარში.

2020 წელს, ჯოკოვიჩმა მეექვსედ დაასრულა სეზონი პირველი ჩოგანის რანგში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა სამპრასს. სერბი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონია.

დატოვე კომენტარი