პიტ სამპრასმა კარიერაში საუკეთესო მატჩი დაასახელა
პიტ სამპრასმა კარიერაში საუკეთესო მატჩი დაასახელა

ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელ პიტ სამპრასს კარიერაში თავის საუკეთესო მატჩად მიაჩნია 1999 წლის უიმბლდონის ფინალი თანამემამულე ანდრე აგასის წინააღმდეგ.

„ხშირად მეკითხებიან, რომელი მატჩი მიმაჩნია საუკეთესოდ ჩემს კარიერაში. ვფიქრობ, სწორედ აგასისთან ფინალი. მაშინ მე უბრალოდ იდეალურად ვთამაშობდი ბალახზე: კარგად გადავადგილდებოდი და მიღებაზე თამაშიც გამომდიოდა. გარდა ამისა, შესანიშნავად ვაწოდებდი ჩოგბურთელის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიღებაზე. იმდენად კარგად ვთამაშობდი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო“, – განაცხადა „დიდი სლემის“ ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა.

უიმბლდონის 1999 წლის ფინალში სამპრასმა სამ სეტში მოუგო აგასის – 6:3, 6:4, 7:5.