„პირველზე გასვლის იმედი მქონდა“ - ბეგლარიშვილი ესტონეთის ლიგის საუკეთესოებში მეორეზე დაასახელეს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ქვეყნის საფეხბურთო ლიგის (პრემიუმლიგა) სეზონი საზეიმო გალაკონცერტზე შეაჯამეს.
პრემიუმლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ყოველწლიურ გამოკითხვაში მეორე ადგილზე ჩემპიონის, ტალინის „ფლორას“ ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი ზაქარია ბეგლარიშვილი დაასახელეს, საუკეთესოდ კი მისი თანაგუნდელი რაუნო საპინენი აღიარეს.
ბეგლარიშვილმა პირველ არხთან არ დამალა, რომ საუკეთესოდ დასახელებას ელოდა.
„დასამალი არაა, რომ წელს პირველ ადგილზე გასვლის დიდი იმედი მქონდა. ყველა იძახდა, რომ „ფლორა“ ჩემპიონი წელს მე გავხადე. მაგრამ გამოკითხვაში მხოლოდ მეორეზე დამასახელეს, ისევე, როგორც წინა წელს. საპინენმა ცოტათი გამასწრო – მას ოთხი პირველი ადგილი ჰქონდა, მე კი ხმა სამმა მწვრთნელმა მომცა. იმედგაცრუებული მაინც არ ვარ. შევეცდები, მომავალ წელს კიდევ უფრო მაგრად ვითამაშო“, – ამბობს ბეგლარიშვილი.
ბეგლარიშვილი წელს ესტონეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. მას ესტონეთის მოქალაქეობის მიღება და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს.