პირველი ოქრო ბრწყინვალე კარიერაში - 17 ოქტომბერს ვიქტორ სანეევი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი ოქრო ბრწყინვალე კარიერაში - 17 ოქტომბერს ვიქტორ სანეევი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

1968 წლის 17 ოქტომბერს, მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, ვიქტორ სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი – გადახტა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე და ბრწყინვალე კარიერაში პირველი ოქროს მედალი დაიმსახურა.

სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად არის აღიარებული. მან მეხიკოს (1968), მიუნხენისა (1972) და მონრეალის (1976) ოლმპიური თამაშები ტრიუმფით დაასრულა და სამი ქოროს მედალი მოიპოვა. ვიქტორს სანეევი არის ათენისა (1969) და რომში (1974) გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და არაერთი რეკორდის ავტორი.

 

სანეევი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის მფლობელია.