პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინი პარიზში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავთან დაკავშირებით, პარიზში ჩავა. ეს განცხადება პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა გაავრცელა.
პუტინმა ბოლოს, 2014 წელს ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაცით, შესაძლოა, 11 ნოემბერს პარიზში ერთმანეთს ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შეხვდნენ.