პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - იაკობიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - იაკობიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა სომეხი ანდრიასიანი დაამარცხა.

დღესვე, მოგვიანებით, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა მირიან მაისურაძე (92კგ), რომელიც ხვალ, ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.