პეტრიაშვილი და იაკობიშვილი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
პეტრიაშვილი და იაკობიშვილი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. დღეს საქართველოს სახელით მედლებისთვის საბრძოლველად ოთხი ფალავანი გამოვიდა.

გენო პეტრიაშვილი (125კგ) დღის წარმატებულად დაიწყების შემდეგ, ნახევარფინალში ყველასთვის მოულოდნელად მონღოლ მუნჰკტურთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

გენოსთან ერთად ხვალ ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ზურაბ იაკობიშვილსაც (70კგ) რომელიც ნახევარფინალში ამერიკელ რეტჰერფორდთან დამარცხდა და მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ტარზან მაისურაძე (86) და ვლადიმერ გამყრელიძე (79) კი ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. ფინალური ბლოკი ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრების ორმა წევრმა – ნუგზარ წურწუმიამ (55) და ლერი აბულაძემ (63) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.