იაკობიშვილი და პეტრიაშვილი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
იაკობიშვილი და პეტრიაშვილი მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს ასპარეზობა. საქართველოს სახელით მედლებისთვის საბრძოლველად ოთხი ფალავანი გამოვიდა.

ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) და და გენო პეტრიაშვილმა (125) ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და ტურნირის ფინალში გასასვლელად იჭიდავებენ.

ტარზან მაისურაძე (86) და ვლადიმერ გამყრელიძე (79) კი დამარცხდნენ და გააგრძელებენ თუ არა ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა.

იკობაშვილმა მეოთხედფინალში თურქი სოსკუნი 2:0 დაამარცხა, პეტრიაშვილმა კი ამერიკელ ზილმერს 9:4 მოუგო.

გენო ნახევარფინალში ყაზახ ან მონღოლ მოჭიდავეს შეხვდება, ზურაბის მეტოქე ამერიკელი ან სომეხი ფალავანი იქნება. ნახევარფინალები 18:45-ზე გაიმართება

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრების ორმა წევრმა – ნუგზარ წურწუმიამ (55) და ლერი აბულაძემ (63) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.