ლადო გამყრელიძემ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ლადო გამყრელიძემ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (თავისუფალ ჭიდაობაში) ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა ლადო გამყრელიძემ (92კგ) მოიპოვა, რომელმაც სომეხი არმან ავაგიანი 9:7 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა.

დღეს, ცოტა ხნით ადრე, ქართველი ფალავანი ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან სომეხი არმან ანდრეასიანი დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.​ იაკობიშვილს კონტინენტის ოქროს მედლის გარდა, 65კგ-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც აქვს მოპოვებული. ტურნირზე

წარმატებით გამოვიდა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 57კგ-ში მოასპარეზე ბექა ბუჯიაშვილი, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბულგარელ სალიმ ნაიმს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ კონტინენტის პირველობაზე ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას თურქ ტაჰა აკგულთან გამართავს. ბრინჯაოსთვის კი ახალგაზრდა მირიან მაისურაძე (92კგ) იასპარეზებს.