ჭიდაობა | აბულაძე და იაკობიშვილი მსოფლიო რეიტინგის სათავეში #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებულ მოჭიდავეთა ევროპის
ჩემპიონატის შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წონების მიხედვით განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.ორ წონით კატეგორიას სათავეში საქართველოს ნაკრების წევრები ჩაუდგნენ.
ევროპის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 70 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია.
ასევე, სიის სათავეშია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე (63 კგ).
სხვა ქართველი მოჭიდავეების სარეიტინგო მაჩვენებელი:
Თავისუფალი ჭიდაობა:
ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) – მე-17 ნომერია, თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ) – მე-16, ბექა ლომთაძე (65 კგ) – მე-19, ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) – მე-10, ტარზან მაისურაძე (86 კგ) – მე-16, მირიან მაისურაძე (92 კგ) – მე-13, ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) – მე-14, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) – მე-2.ბერძნულ-რომაული:
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი ძიმისტარიშვილი მე-17 ადგილზეა, ხოლო ფრიდონ აბულაძე – 30-ეა. რამაზ ზოიძემ (67 კგ.) მე-2 საფეხური შეინარჩუნა, გელა ბოლქვაძე და ბექა მამუკაშვილი (ორივე – 77 კგ), შესაბამისად, 37-ე და 44-ე პოზიციებზე არიან. გიორგი მელია და რევაზ ნადარეიშვილი (ორივე 97 კგ) მე-9 და 38-ე ადგილებზე იმყოფებიან.
