პიერლუიჯი კოლინა - მსაჯებმა ისე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თითქოს ვიდეოასისტენტი არ არსებობს
ლეგენდარულმა იტალიელმა არბიტრმა პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც 13 თებერვალს 60 წლის გახდა, რჩევა მისცა თავის კოლეგებს.
„მსაჯებმა გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღონ, თითქოს VAR (მსაჯების ვიდეოასისტენტი) არ არსებობს. უნდა ისწრაფვოდენ იქითკენ, რომ VAR-ის გამოყენება საჭირო არ გახდეს, რადგან გადაწყვეტილებები სწორად არის მიღებული.
მსაჯმა იცის, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მას აქვს გადამრჩენი პარაშუტი. მაგრამ, ამასთან, შეცდომა რჩება და ისინი, ვინც მსაჯების გადაწყვეტილებებს აფასებენ, ამ შეცდომას არ დაივიწყებენ.
მსაჯებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ თამაშის შესახებ, გააანალიზონ ვიდეო, შეისწავლონ ტაქტიკა, შეიტყონ ფეხბურთელების თავისებურებებზე. დღეს ეს მსაჯების მომზადების განუყოფელი ნაწილია”, – მოჰყავს კოლინა სიტყვები „გაძეტა დელო სპორტს“.