პიერლუიჯი კოლინა - კომპენსირებული დრო ბევრი იქნება #1TVSPORT
პიერლუიჯი კოლინა - კომპენსირებული დრო ბევრი იქნება #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ განმარტა, რატომ იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში ბევრი კომპენსირებული დრო.

ინგლისისა და ირანის მატჩში მსაჯმა ძირითად დროს ჯამში 24 წუთი დაამატა.

„ჩვენ უკვე გავაკეთეთ იგივე მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში – უფრო ზუსტად ვითვლიდით კომპენსირებულ დროს. ვთხოვეთ ყველას, არ გაუკვირდეთ, თუ მეოთხე მსაჯი აწევს ტაბლოს დიდი ციფრებით – 6, 7 ან 8 წუთი.

თუ თქვენ გსურთ მეტი სათამაშო დროის ხილვა, მზად უნდა იყოთ ამისთვის. აიღეთ მატჩი სამი გოლით. გოლის აღნიშვნას წუთი ან წუთნახევარი სჭირდება, ასე რომ, სამი გოლისას 5-6 წუთს ვკარგავთ.

ჩვენ ვისწრაფით იქითკენ, რომ ზუსტად განვსაზღვროთ დრო, რომელიც თითოეულ ტაიმს უნდა დაემატოს. ამის გაკეთება მეოთხე არბიტრს შეუძლია. ამ მხრივ წარმატებულნი ვიყავით რუსეთში და იმედია, ასე იქნება კატარში“, – მოჰყავს ESPN-ს კოლინას სიტყვები.