პეტრო პოროშენკო - ბატონო ზელენსკი, თქვით, რომ ხართ „კატა ტომარაში“, სინამდვილეში ხართ ტომარა, რომელშიც არიან შავი კატები
პეტრო პოროშენკო - ბატონო ზელენსკი, თქვით, რომ ხართ „კატა ტომარაში“, სინამდვილეში ხართ ტომარა, რომელშიც არიან შავი კატები

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ თავის კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებში, ვლადიმირ ზელენსკის სტადიონზე მიმდინარე დებატებისას მიმართა და ჟურნალისტებისგან დამალვაში დაადანაშაულა. პოროშენკო ამბობს, რომ არი იციან, რის გაკეთებას აპირებს თავად პრეზიდენტობის კანდიდატი.

„ჩვენ შევიკრიბეთ დებატებზე, რომლებსაც სამი კვირის განმავლობაში ველოდებოდით, ვიდრე ჩემი ოპონენტის, ბატონი ზელენსკის გუნდი გაბედავდა უკრაინელი ხალხის წინაშე გამოჩენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ზელენსკი ემალება ჟურნალისტებს, ოპონენტს და რაც მთავარია, ემალება უკრაინელ ხალხს. რადგან უკრაინელი ხალხის უფლებაა, ბოლოს და ბოლოს იცოდეს, რის გაკეთებას აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატმა, რას აპირებს ბატონი ზელენსკი და არა მისი შტაბის წევრები, მისი კონსულტანტები და მისი მრჩევლები. ჩვენ ეს ვერ გავიგეთ. უკრაინელი ხალხისთვის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი მომავლის შესახებ. ჩვენ ერთმანეთს ტალახი კი არ უნდა ვესროლოთ, არამედ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავიმარჯვოთ ჩვენს მტერზე და არა გავავრცელოთ რუსული დეზინფორმაცია. დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული პროპაგანდა, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, ქვეყნის მეთაურს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო გამოცდილება. მან ასევე ზელენსკის შეახსენა ის, რომ მას სამხედრო სამსახური არ აქვს გავლილი.

„დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევების წინაშე, რომლებიც ჩვენგან მოითხოვს ძალას და საერთაშორისო გამოცდილებას პრეზიდენტისგან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აპირებს ის მთავარსარდლის ფუნქციების შესრულებას. თქვენმა გუნდმა თქვა, რომ თქვენ დაიწყეთ ახალგაზრდა მეომრის კურსი, თუმცა ეს უნდა დაგეწყოთ 4 წლის წინ, 2014 წელს, როდესაც უკრაინას სჭირდებოდა მოხალისეთა ძალისხმევა, ხოლო ვლადიმირი ამ დროს იმალებოდა და ეს მიუღებელია. ჩვენ თუ არ გვექნება ამ კითხვებზე პასუხი, გვეყოლება სუსტი სახელმწიფო მეთაური, რომელიც ვერ შეაჩერებს პუტინის დარტყმებს. უკრაინის წინაშე გამოწვევები და რისკები ძალიან მაღალია. მჯერა, რომ ბატონ ზელენსკის არ უნდა, რომ უკრაინა ჩააბაროს მტერს, თუმცა პუტინს გააჩნია ეს ოცნებები. მან კი არ იცის, როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა მას. დღეს ჩვენ ვისმენთ ლამაზ, ძვირფასად შეფუთულ დაპირებებს, მათ შორის არის ტარიფების შემცირება, მასწავლებლებს ხელფასების ზრდა, პენსიების ზრდა, ევროპული კურსის გაგრძელება. ბატონო ზელენსკი, თქვენ თქვით, რომ ხართ „კატა ტომარაში“, სინამდვილეში თქვენ ხართ ტომარა, რომელშიც არიან შავი კატები“, – განაცხადა პეტრო პორშენკომ.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ განცხადებაზე აღნიშნა, რომ მას ურჩევნია იყოს „კატა ტომარაში, ვიდრე მგელი ცხვრის ტყავში“.