პენსილვანიაში სინაგოგაზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
პენსილვანიის შტატში, სინაგოგაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დაშავებულია 12 ადამიანი. მათგან სამი სამართალდამცველია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ორმხრივი სროლის დროს სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დაჭრეს და დააკავეს.
ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში თავდასხმის დროს სინაგოგა ხალხით იყო სავსე.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე დარჩენისკენ მოუწოდა.