Reuters-ის ცნობით, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი შეტანილია ბრაზილიურ-პორტუგალიურ ლექსიკონში განსაკუთრებულის, შეუდარებელისა და უნიკალურის სინონიმად, მაგალითად: „კალათბურთის პელე“, „ჩოგბურთის პელე“, „მედიცინის პელე“…
აპრილის დასაწყისში პელეს ფონდი თანამშრომლობდა Sportv-სთან და წამოიწყო კამპანია „ფეხბურთის მეფის“ ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. პელეს სახელის განმარტებით ლექსიკონში შეტანის მოთხოვნას 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გასული წლის დეკემბერში სიმსივნით გარდაიცვალა.
ფეხბურთის ისტორიაში პელე ერთადერთია, ვინც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1958, 1962, 1970 წლებში). ბრაზილიის ნაკრებში 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა. საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი კი „სანტოსში“ გაატარა.