პელეს მთავარი რეკორდები - ძალიან ბევრი ჰეთ-თრიკი, პასი და გამარჯვებები მსოფლიო ჩემპიონატებზე #1TVSPORT
პელეს მთავარი რეკორდები - ძალიან ბევრი ჰეთ-თრიკი, პასი და გამარჯვებები მსოფლიო ჩემპიონატებზე #1TVSPORT

რეკორდები პელეს სიდიადის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეს არის მძლავრი სია: ჰეგემონია მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებებით. პასებით და ყველაზე „ახალგაზრდა“ გოლებით. არის სხვა საოცარი მიღწევები, მაგალითად, რეკორდები გოლებით კალენდარულ წელს და ჰეთ-თრიკებით მთელი კარიერის განმავლობაში…

 

პელეს ყველა რეკორდი

მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება – 3

ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი – 77

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული – 17 წლის და 249 დღის

მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – 17 წლის და 239 დღის

„სანტოსის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი – 643 გოლი 659 მატჩში

ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელს – 127

ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი – 92

მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – 17 წლის და 244 დღის

მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე – 17 წლის და 249 დღის

მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – 17 წლის და 249 დღის

პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა

პირველი მოთამაშე, რომელმაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა

ყველაზე მეტი შედეგიანი პასი მსოფლიო ჩემპიონატზე – 10

ყველაზე მეტი შედეგიანი პასი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე – 6

ყველაზე მეტი შედეგიანი პასი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში – 3

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 18 წლის ასაკამდე გაიტანა ნაკრებში 25 გოლი

ყველაზე მეტი გოლი საკონტინენტთაშორისო თასზე – 7

საკონტინენტთაშორისო თასზე ჰეთ-თრიკის ერთადერთი ავტორი

ყველაზე მეტი გოლი კარიერაში (ამხანაგური მატჩების ჩათვლით) – 1283

 

* სულ პელემ დაუჯერებელი 1283 გოლი გაიტანა! სინამდვილეში, 520 აქედან ამხანაგურ მატჩებში იყო და ბრაზილიელს იმაშიც კი ადანაშაულებდნენ, რომ მან გოლები დააგროვა შტატების ჩემპიონატებსა და სანაპიროს დაცვის ტურნირებზე.

* პელე საუკეთესო ბომბარდირია „სანტოსის“ ისტორიაში (643 გოლი). 2020 წლამდე ბრაზილიელი ინარჩუნებდა ერთ კლუბში გოლების რეკორდს, მაგრამ ლიონელ მესიმ 644-ე გაიტანა „ბარსელონაში“ და წაართვა ეს რეკორდი „ფეხბურთის მეფეს“. მაშინ პელემ თბილად მიულოცა არგენტინელს: „სამწუხაროდ, ასეთი ისტორიები, როგორიც ჩვენ გვაქვს – ერთი კლუბის მიმართ სიყვარული – სულ უფრო და უფრო იშვიათად შეგვხვდება. აღფრთოვანებული ვარ შენით“.

* პელე ოფიციალურ მატჩებში საშუალოდ 0.92 გოლს იტანდა.

* პელემ მძლავრად ჩაატარა მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის პლეი ოფი, არადა, მხოლოდ 17 წლის იყო. მან ამ ჩემპიონატზე გოლების გატანა 1/4 ფინალიდან დაიწყო: ერთი გოლი უელსთან, ჰეთ-თრიკი ნახევარფინალში საფრანგეთთან და დუბლი შვედეთთან ფინალში.

* 1959 წლის შემოდგომაზე ის არმიაში გაიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოგებული ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატი. ის სპეციალურად არ გაანთავისუფლეს სამხედრო სამსახურისგან, რათა აემაღლებინათ ბრაზილიის არმიის პრესტიჟი. არსებობს ვარაუდი, რომ ამ პერიოდში მან ბევრი გოლი დააგროვა თავისი სარეკორდო სიისთვის. მაგრამ, „სანტოსის“ ოფიციალური ვებვერდის ინფორმაციით, არმიაში პელემ მხოლოდ 14 გოლი გაიტანა 10 მატჩში – 10 მე-6 სანაპირო დაცვის შემადგენლობაში და 4 – შეიარაღებულ ძალებში.

* შესაძლოა, არსებობდეს კითხვის ნიშნები სან პაულუს შტატის ჩემპიონატის მიმართ, რომელშიც ერთხელ პელემ ერთ სეზონში 58 გოლი გაიტანა. საერთოდ, პაულისტა ბრაზილიაში შტატის უძლიერესი ჩემპიონატია, რომელშიც, „სანტოსის“ გარდა, „სან პაულუ“, „კორინთიანსი“ და „პალმეირასი“ თამაშობენ. პელეს 10-ჯერ აქვს მოგებული ეს ჩემპიონატი და 12-ჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი.