პელე სან პაულუს კლინიკაში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT
პელე სან პაულუს კლინიკაში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება #1TVSPORT

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე კიდევ ერთხელ მოხვდა საავადმყოფოში – ამის შესახებ წერს ESPN.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, რომელიც 81 წლისაა, ქალაქ სან პაულუს კლინიკაში იმყოფება, სადაც ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

ექიმების თქმით, ამ მომენტისთვის პელეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყოფილი ფეხბურთელი არ იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

შეგახსენებთ, რომ პელეს 2021 წლის სექტემბერში სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა სიმსივნის მოსაცილებლად.