პელე პარიზის საავამდყოფოშია
პელე პარიზის საავამდყოფოშია

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხვდა, – წერს „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ ყოფილი ფორვარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიენი“ (Le Parisien) წერს, 78 წლის პელეს ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ პროფილაქტიკური ნაბიჯია მისი სამშობლოში დაბრუნების წინ. მისმა გარემოცვამ გადაწყვიტა, რომ ბრაზილიაში გადაფრენამდე საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება.

პარიზში პელე სარეკლამო აქციაში მონაწილეობდა. მან ფოტოსესია ჩაატარა, ასევე ხუთი საათი პასუხობდა ჟურნალისტთა კითხვებს. გარდა ამისა, ფეხბურთის მეფე შეხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს.