ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა პელემ თავისი ფსევდონიმის წარმოშობაზე ილაპარაკა, აგრეთვე უპასუხა შეკითხვას იმაზე, თუ რა მომენტში მიხვდა, რომ დიადი გახდებოდა.
„მამაჩემი „ბაურუ ატლეტიკოში“ თამაშობდა. იყო ასეთი მეკარე, სახელად ბილე, მამაჩემის მოწინააღმდეგე, და ბიჭები ჩემი გაბრაზების მიზნით ბილეს მეძახდნენ, რაც მოგვიანებით პელეში გადაიზარდა. მე მათ ვეჩხუბებოდი, რადგან ეს მეტსახელი არ მომწონდა. თქვენ კი იცით, რომ, როცა მეტსახელი არ მოგწონს, ის უფრო მეტად შენი ხდება.
არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი უდიადესი გავხდებოდი. გეფიცებით. მახსოვს, როგორ დაურეკა „სანტოსის“ პრეზიდენტმა მამაჩემს, როცა პატარა ვიყავი. მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. 13 ან 14 წლის ვიყავი და „ბაურუს“ სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვერ ვხვდებოდი. საბოლოოდ, „სანტოსში“ გასინჯვაზე ამიყვანა, შემდეგ კი მიმიღო. მეგონა. სიზმარში ვიყავი. იმ მომენტიდან ზოგიერთი რამ მკაფიოდ მახსოვს, თითქოს გუშინ მომხდარიყოს. მახსოვს, მამამ როგორ წამიყვანა ავტობუსის გაჩერებაზე. თითქოს სხვა პლანეტაზე მოვხვდი. დღეს კი ფეხბურთელები პირადი თვითმფრინავებით დაფრინავენ. ცხოვრება წინ მიდის…“ – განუცხადა AS-ს პელემ.