პელე - 400-ზე მეტი მოკლული ადამიანი უკრაინის ერთ ქალაქში, ეს როდის დასრულდება #1TVSPORT
პელე - 400-ზე მეტი მოკლული ადამიანი უკრაინის ერთ ქალაქში, ეს როდის დასრულდება #1TVSPORT

ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას კვლავ გამოეხმაურა. პელე შეძრწუნებულია უკრაინაში მიმდინარე ომით და რუსული არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებით, მსოფლიოში გამეფებული ძალადობით.

„მთელ მსოფლიოში იმდენი სამწუხარო ამბავი ხდება, რომ ყველაზე მთავარმა ადამიანურმა გრძნობებმა მიიძინა. არადა, სწორედ ეს გრძნობებია მთავარი, რომ გადარჩე პლანეტაზე, სადაც 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს უკრაინის ერთ ქალაქში. ერთი კვირის შემდეგ – სროლა ნიუ იორკში. აღარაფერს ვამბობ ბრაზილიელებზე, რომლთა სიოცხლე ყოველდღე ეწირება ძალადობას. როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?“, –  წერს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Pelé (@pele)